ლანჩხუთში თვითიზოლაციაში ოთხი პირი იმყოფება
ლანჩხუთში თვითიზოლაციაში ოთხი პირი იმყოფება

ლანჩხუთში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში ოთხი ადამიანი იმყოფება. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, კანარანტინში ამჟამად ლანჩხუთიდან არავინაა.

„გურია ამ დრომდე რჩება ე.წ. მწვანე ზონად. ლანჩხუთში კორონავირუსის შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა და იმედია, ასე გაგრძელდება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებს. რამდენჯერმე ჩატარდა თერმოსკრინინგი. რაც შეეხება სოციალურ დახმარებებს, ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას. კერძოდ, მრავალშვილიანებს, მარტოხელა მოხუცებსა და სოციალურად დაუცველ პირებს. ყველა სტრატეგიული ობიექტი მუშაობს. მოსახლეობას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ გადაადგილებისაგან და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.