ლანჩხუთში თვითიზოლაციაში ოთხი, კარანტინში კი, ცხრა პირი იმყოფება
ლანჩხუთში თვითიზოლაციაში ოთხი, კარანტინში კი, ცხრა პირი იმყოფება

ლანჩხუთში თვითიზოლაციაში ოთხი, კარანტინში კი, ცხრა პირი იმყოფება. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აღნიშნულ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

„ლანჩხუთში სიმშვიდეა, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საკოორდინაციო შტაბი. მოსახლეობას მაქსიმალურად ვეხმარებით, ვაწვდით საკვებ პროდუქტსა და მედიკამენტებს. მოვუწოდებ მათ, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.