ლანჩხუთში თვითიზოლაციაში ხუთი მოქალაქე რჩება
ლანჩხუთში თვითიზოლაციაში ხუთი მოქალაქე რჩება

ლანჩხუთში თვითიზოლაციაში ხუთი მოქალაქე რჩება, საკარანტინო სივრცეში კი ერთი ადამიანია გაგზავნილი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ვაგრძელებთ შეჭირვებული მოსახლეობისთვის სურსათის დარიგებას. საკოორდინაციო შტაბი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

საბედნიეროდ, ლანჩხუთში „კოვიდ 19“-ის შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. ვთხოვ ჩვენს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.