ლანჩხუთში თვითიზოლაციაში ხუთი ადამიანი რჩება, კარანტინის სივრცეში კი, არც ერთი პირი არ იმყოფება
ლანჩხუთში თვითიზოლაციაში ხუთი ადამიანი რჩება, კარანტინის სივრცეში კი, არც ერთი პირი არ იმყოფება

ლანჩხუთში თვითიზოლაციაში ხუთი ადამიანი რჩება, კარანტინის სივრცეში კი, არც ერთი პირი არ იმყოფება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ყველა მათგანი მოწმდება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ლანჩხუთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. მშენებლობაზე დასაქმებულებს უტარდებათ თერმოსკრინინგი და ტარდება უსაფრთხოებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება. შეუფერხებლად მუშაობენ სტრატეგიული ობიექტები. ლანჩხუთში, ისევე როგორც გურიის სხვა მუნიციპალიტეტებში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა ახალი კორონავირუსის შემთხვევა. მოვუწოდებ მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.