ლანჩხუთში თვითიზოლაციაში 14 პირი რჩება
ლანჩხუთში თვითიზოლაციაში 14 პირი რჩება

ლანჩხუთიდან ამ დროისათვის კარანტინში არც ერთი პირი არ იმყოფება, თვითიზოლაციის პროცესს კი, მუნიციპალიტეტში 14 პირი გადის.

ამის შესახებ ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა.

,,საბედნიეროდ, ამ წუთის ინფორმაციით, სამ ლანხუთელს დაუმთავრდა უკვე კარანტინში ყოფნის ვადა. თვითიზოლაციაში მყოფი პირები კი, მუდმივად კონტროლდებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.