ლანჩხუთში სტიქიის მიერ მიყენებული ზარალი, წინასწარი ინფორმაციით, ორი მილიონი ლარია

12:32, 18.09.2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გუშინდელი სტიქიის შედეგებს ითვლიან. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია 100-მდე კერძო სახლი, 20-ზე მეტი ხიდი, განადგურებულია თხილის პლანტაციები.

მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, დაზიანებულია შიდა გზები. ამ დროისთვის, შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები სოფლებში იმყოფებიან. სპეციალისტების ვარაუდით, ზარალის ოდენობა 2 000 000 ლარია.

მსგავსი