ლანჩხუთში სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ
ლანჩხუთში სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. ისინი ანაზღაურებას გაზრდას ითხოვენ.

მათი განცხადებით, რთულ სამუშაოს ახორციელებენ, ხელფასი კი შესაბამისი არა აქვთ. მათივე ინფორმაციით, დაცული არ არის უსაფრთხოების ნორმებიც.

„აქ შეკრებილები წყალგამტარ მილებს, ხიდებს ვაკეთებთ. გვაქვს ძალიან რთული სამუშაო. არ გვინაზაურდება შესაბამისად. დღიურად 20 ლარს გვიხდიან. სხვა სამუშაო არ გვაქვს. ვითხოვთ ხელფასის გაზრდას. ხელმძღვანელ პირს მოვთხოვეთ ხუთი ლარის დამატება, მაგრამ პირობას მაინც არ გვაძლევს. 20 დღეა, ვმუშაობთ. უკვე ამინდი გაუარესდება, რის გამოც სამუშაო დღე შეგვიმცირდება და ანაზღაურებაც ნაკლები გვექნება,“ – განაცხადა აქციის მონაწილე ვალერი მარშანიშვილმა.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სამუშაოს შეწყვეტას და საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

დატოვე კომენტარი