ლანჩხუთში, ნინოშვილის, გულიანისა და ჩოჩხათის მოსახლეობამ ავტობანის მშენებლობა გააპროტესტა
ლანჩხუთში, ნინოშვილის, გულიანისა და ჩოჩხათის მოსახლეობამ ავტობანის მშენებლობა გააპროტესტა

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნინოშვილის ცენტრში, სოფლების ნინოშვილის, გულიანისა და ჩოჩხათის მოსახლეობამ მშენებარე ავტობანის გრიგოლეთის 12-კილომეტრიან მონაკვეთზე მომუშავე კომპანიის კუთვნილი ტვირთმზიდების ხშირი მოძრაობა გააპროტესტეს.

მათი თქმით, მძიმეწონიანი მანქანები, რომლებსაც ავტობანის მშენებლობისათვის ინერტული მასალები გადააქვთ, აზიანებენ გზას და კერძო სახლებს.

„აღნიშნული გზა სახელმწიფო მნიშვნელობისაა. შევთანხმდით, უახლოეს მომავალში დაიდგმება სასწორები, რომლებიც მანქანების ტონაჟობას დაადგენს. მანქანები, რომლებიც გადააჭარბებენ კანონით დაცულ ნორმას, არ დაიშვებიან. მანამდე კი აღნიშნულ ტერიტორიაზე მათი მოძრაობა შეწყდება“, – აღნიშნა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.