ლანჩხუთში ქალს მატარებელი დაეჯახა

19:00, 19.01.2021

ლანჩხუთში ქალს მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი