ლანჩხუთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოების დროს ორი ადამიანი მოიწამლა
ლანჩხუთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოების დროს ორი ადამიანი მოიწამლა

ქალაქ ლანჩხუთში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოების დროს ორი ადამიანი მოიწამლა. შუახნის ქალბატონი და ახალგაზრდა მამაკაცი ლანჩხუთის “მედ-ალფას” კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ქალბატონი და მამაკაცი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ.

,,არის მსუბუქი ინტოქსიკაცია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჩემი ინფორმაციით, შეწამვლის პროცესში მათ სპეციალური ნიღბები არ ეკეთათ. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ მათზე დაკვირვებას“, – განაცხადა კლინიკა ,,მედ-ალფას“ დირექტორმა, რევაზ კვერენჩხილაძემ.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, შეწამვლის მეორე ეტაპი ლანჩხუთში მიმდინარე კვირას დაიწყო.