ლანჩხუთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ლანჩხუთში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ლანჩხუთში 19 წლის მამაკაცი დაჭრეს.

წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას რამდენიმე ადამიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაესხა თავს. მას ჭრილობა მუცლის არეში, სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილი მძიმე მდგომარეობით კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

„პაციენტი შემოყვანილი იქნა უმძიმეს მდგომარეობაში. დაზიანებული ჰქონდა ღვიძლი, პანკრეასი და სხვა ორგანოები. ჩაუტარდა უმძიმესი ოპერაცია. პერსონალმა შეუძლებელი შეძლო. ამჟამად, გადაჰყავთ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში. იგი კონტაქტურია“, – განაცხადა სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორმა, რევაზ კვერენჩხილაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით მიმდინარეობს.

„თავდამსხმელთა ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო სამუშაოები მათი დაკავების მიზნით“, – აცხადებენ უწყებაში.