ლანჩხუთში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
ლანჩხუთში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

ლანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

ხანძარი, რომელიც აფეთქებამ გამოიწვია, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.