ლანჩხუთის თეატრალური დასი პარიზში სპექტაკლს გამართავს 
ლანჩხუთის თეატრალური დასი პარიზში სპექტაკლს გამართავს 

ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრალური დასი სპეციალური მიწვევით პარიზში იმყოფება.

ქართული თეატრის დღეს, 2019 წლის 14 იანვარს, ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის თეატრალური დასი და პარიზში არსებული ქართული თეატრალური ასოციაცია TAM’ART ერთობლივ სპექტაკლს დაარქვი, რაც გინდა“ გამართავენ.

სპექტაკლი პარიზის Théâtre “Darius Milhaud” -ში გაიმართება.

პიესა ოთარ ქათამაძეს ეკუთვნის, სპექტაკლის რეჟისორი კი, დავით წერეთელია. წარმოდგენაში 10 მსახიობი მონაწილეობს.

ლანჩხუთის თეატრალური დასი საფრანგეთში ქართული თეატრალური ასოციაცია TAM’ART-ისა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიწვევით იმყოფება.