ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოლაბარგში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

12:28, 23.03.2018

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოლაბარგში.

ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი