ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიამ განსაკუთრებული პრობლემები სოფელ აცანას შეუქმნა

15:00, 03.04.2018

ძლიერმა ქარმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული პრობლემები  სოფელ აცანას შეუქმნა, სადაც საცხოვრებელი სახლებისა და საბავშვო ბაღის სახურავები დაზიანდა.

წაქცეულია ხეები. სოფელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ  მიეწოდება.

“მდგომარეობა საგანგაშოა. განსაკუთრებით ცუდი ვითარებაა საბავშვო ბაღში. მერიაში შეიქმნა კომისია, რომელიც სტიქიის შედეგებს სწავლობს ” – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი.

ზარალის ოდენობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

 

მსგავსი