ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

23:15, 14.09.2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები ქალი და მამაკაცი არიან, რომლებსაც, წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ინფორმაციას ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ადასტურებს.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ეპიდკვლევა. ეპიდემიოლოგები ლანჩხუთში ხვალაც გააგრძელებენ მუშაობას.

მსგავსი