ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

11:58, 30.03.2020

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

„ადგილზე მისულს დაგვხვდა ერთი დაზარალებული და სამწუხაროდ, ერთი გარდაცვლილი. დაზარალებულს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი დახმარება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და ამიტომ უარი განაცხადა ჰოსპიტალიზებაზე“, – განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმმა, ქრისტინე დანელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი