ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავარია მოხდა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავარია მოხდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავარია მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ერთმანეთს მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომანქანა და ამავე მარკის მიკროავტობუსი დაეჯახა.

სამარშუტო ტაქსიში, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, დაახლოებით 22 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. მგზავრთა ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო რამდენიმე დაშავებულის სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.