ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში თერმოსკრინინგი დაიწყო.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები სამართალდამცველებთან ერთად ოზურგეთი-ლესის დამაკავშირებელ გზაზე ავტომანქანებს ამოწმებენ და მგზავრებს თერმოკრინინგს უტარებენ.

„აღნიშნული ღონისძიებები კორონავირუსის პრევენციას ისახავს მიზნად. საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მათი ჰოსპიტალიზაცია და ზუსტი დიაგნოსტიკა მოხდება“ ,- განაცხადა ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.