ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.​ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები და სამართალდამცავები ყველა მგზავრს ამოწმებენ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დღის ბოლომდე გაგრძელდება თერმოსკრინინგი სოფელ ლესაში. ამ დრომდე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. მე მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისაგან და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.