ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის თემში დღეს დაწყებული მასობრივი ტესტირების შედეგად, კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის თემში დღეს დაწყებული მასობრივი ტესტირების შედეგად, კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის თემში დღეს დაწყებული მოსახლეობის მასობრივი ტესტირების შედეგად, კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ადგილობრივებს ე.წ. სწრაფი ტესტი უტარდებათ.

„სულ დაიტესტა 174 პირი. მათგან არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. მოსახლეობის აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი. სწრაფი ტესტი ჩაუტარდათ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს. საბედნიეროდ, პანიკის საფუძველი არ არსებობს. მოსახლეობის მასიური ტესტირება ხვალაც გაგრძელდება“, – განაცხადა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა.

ამასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირების ფარგლებში 215 პირს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი და „კოვიდ-19“ ხუთ პირს დაუდასტურდა. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ქუტიძის თქმით, ყველა მათგანი ე.წ. ერთ კლასტერს მიეკუთვნება. მოსახლეობის მასიური ტესტირება სოფელ შრომაში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი