ლანჩხუთის მერის თქმით, რაიონში თვითიზოლაციაში ოთხი ადამიანი იმყოფება
ლანჩხუთის მერის თქმით, რაიონში თვითიზოლაციაში ოთხი ადამიანი იმყოფება

ლანჩხუთში თვითიზოლაციაში ამჟამად ოთხი ადამიანი იმყოფება. ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის თქმით, ყველა მათგანი მკაცრად კონტროლდება და დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

„ლანჩხუთში საკოორდინაციო შტაბი აქტიურად მუშაობს. მუშაობას აგრძელებენ მერია, სამედიცინო დაწესებულებები, პოლიცია, აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები. ვეხმარებით შეჭირვებულ მოსახლეობას. მოვუწოდებ მათ, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. ამ დროისათვის, ლანჩხუთში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.