ლანჩხუთის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში ხუთი პირი იმყოფება
ლანჩხუთის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში ხუთი პირი იმყოფება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში ხუთი პირი იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ერთი ადამიანია კარანტინში.

„ლანჩხუთში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. დღეიდან მერის წარმომადგენლებსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს საშუალება ეძლევათ, მოსახლეობას კვლავაც მიაწოდონ მედიკამენტები და სურსათი. როგორც ვიცით, საბედნიეროდ, ლანჩხუთში კორონავირუსის შემთხვევა არ გვქონია. მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.