ლანჩხუთის აგრარული ბაზარი გაიხსნა
ლანჩხუთის აგრარული ბაზარი გაიხსნა

ლანჩხუთის აგრარული ბაზარი დღეს გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეთა თერმოსკრინინგი. ბაზრის ადმინისტრაცია მომხმარებლებს მოუწოდებდა, დაეცვათ სოციალური დისტანცია.

აგრარულ ბაზარში არსებულ ვითარებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

„სისტემატურად კონტროლდება ის რეკომენდაციები, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს. ბაზარში მოქალაქეები იცავენ სოციალურ დისტანციას, ტარდება თერმოსკრინინგი. მერიის შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად შეამოწმებენ აღნიშნულ პროცესსა და ბაზრის მუშაობას“, – განაცხადა, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარული ბაზრებს სამუშაოს განახლების უფლება მიეცათ. თუმცა მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.