„ლანჩხუთი“ საქართველოს ქალთა თასის გამარჯვებულია #1TVSPORT
„ლანჩხუთი“ საქართველოს ქალთა თასის გამარჯვებულია #1TVSPORT

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს თასის გამარჯვებულია – გუნდმა საპატიო ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო. გიორგი ჩხაიძის გუნდი თასის ფინალში, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ხობის „კოლხეთს“ შეხვდა.

ლანჩხუთელებმა თამაშის სადავეები თავიდანვე ხელში აიღეს და მე-13 წუთზე ანგარიში საქართველოს 2021 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა, ხატია ჭყონიამ გახსნა. თუმცა 39-ე წუთზე, ანა წულაიამ კარიდან შორს გამოსული გურულთა მეკარე შენიშნა და „ლანჩხუთელთა“ კარი შორი მანძილიდან აიღო.

ლანჩხუთელებმა მეორე ტაიმში ზეწოლა გააძლიერეს. 58-ე წუთზე, მათ მიერ შესრულებული სტანდარტულის შემდეგ, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, მანონი საღარაძის ავტოგოლით კი, „ლანჩხუთმა“ გამარჯვება მოიპოვა.

„ლანჩხუთს“ საქართველოს ქალთა თასი და მედლები კი ორივე გუნდს, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალადაშვილმა და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნინო სორდიამ გადასცეს.

საქართველოს ქალთა თასი 2021 ფინალი

„ლანჩხუთი“ – „კოლხეთი“ ხობი 2-1 (1-1)

გოლები: 1:0 ხატია ჭყონია (13), 1:1 ანა წულაია (39), მანონი საღარაძე (58. ავტოგოლი)

„ლანჩხუთი“: თათია გაბუნია, ნინო გუჯაბიძე, სოფიკო ნარსია, მარიამ კალანდაძე, ია ალელიშვილი, მარიამ დანელია, მეგი გოცირიძე, თეონა თოდაძე (90+1. ანა გობრონიძე), ეთერ სულაშვილი, ირინა ხაბურზანია, ხატია ჭყონია

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე

„კოლხეთი“: ეკა თაბაგარი, ვიკა კუპრეიშვილი, მანონი საღარაძე, თამარ სვანიძე, ლიკა ქობალავა, სალომე თოდუა, თამუნა თავდიშვილი, ანა წულაია, ნატა კვირკვაია, თინათინ ამბალია, მარიამ ჩუბინიძე (46. ლანა ჯიქია)

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ლატარია