ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინის ჩემპიონს, ხარკოვის „ჟილსტროი 2“-ს შეხვდა და 0:5 დამარცხდა.
მატჩი ხორვატიის ქალაქ ვარაჟდინში გაიმართა და პირველივე წუთებიდან უკრაინელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ანგარიში პირველივე წუთებზე კოტიაში გახსნა, შემდეგ კი ხარკოველებმა კრავჩუკისა და კალინინას გოლებით ტაიმი სამბურთიანი უპირატესობით მოიგეს.
მეორე ნახევარში „ლანჩხუთი“ რთულ მდგომარეობაში ჩავარდა – 47-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა თეონა ბაქრაძეს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა, ხოლო 0 წუთში ანალოგიურად ეთერ სულაშვილი დასაჯა და გუნდმა მატჩი 9 მოთამაშით დაასრულა.
ქსკ ლანჩხუთი 0: 5 ქსკ ჟილსტროი
გოლები: 0:1 კოტიაში (1), 0:2 კრავჩუკი (7), 0:3 კალინინა (40), 0:4 ოსიპიანი (78), 0:5 კოტიაში (90+2),
ქსკ ლანჩხუთი: გაბუნია, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, აჰმადოვა, ნარსია, ხაბურზანია, ბაქრაძე, გოცირიძე, ბაკარანძე, ჭყონია, სულაშვილი.
სათადარიგოები: მჟავია, სუხაშვილი, გობრონიძე, ალელიშვილი, გუჯაბიძე, წოწერია, კაპანაძე.