ლანჩხუთი-აცანის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
ლანჩხუთი-აცანის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ლანჩხუთი-აცანის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ყველა ზომას მივმართავთ იმისათვის, რომ გზა უახლოეს პერიოდში გაიწმინდოს და მოძრაობა დროულად აღდგეს. ადგილზე უკვე მივიდნენ მერი და საკრებულოს თავმჯდომარე“, – განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მაკა სულაბერიძემ.