ლანა ღოღობერიძე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა
ლანა ღოღობერიძე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. რეჟისორმა ვაქცინა ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში საჯაროდ გაიკეთა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში განხორციელდება.

სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც. რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.