ლანა ღოღობერიძე ახალ ფილმს იღებს
ლანა ღოღობერიძე ახალ ფილმს იღებს

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ახალ მხატვრულ ფილმს იღებს. ფილმის „მინდვრის ყვავილები“ გადაღებები თბილისში დღეს დაიწყო.

ლანა ღოღობერიძემ ფილმის სცენარი თავად შექმნა და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ გადასაღებ მოედანზე დაბრუნდა.

„იქნება ჩემი ყველაზე გულწრფელი პირადი ფილმი, აქ იქნება ყველა ფიქრი თუ განცდა – ის, რაც დამიგროვდა მთელი ცხოვრების მანძილზე; დამოკიდებულება სიკვდილთან, ასაკთან“,- განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.

ფილმში მთავარ როლს ნანა ჯორჯაძე თამაშობს.