ლანა გალდავა - დიდი ბრიტანეთი როცა გამოყოფს გრანტს, ნიშნავს, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან გარემოში, კარგია, თუ დემოკრატიის ფლაგმანი ქვეყანა ამას ხელს შეუწყობს
ლანა გალდავა - დიდი ბრიტანეთი როცა გამოყოფს გრანტს, ნიშნავს, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან გარემოში, კარგია, თუ დემოკრატიის ფლაგმანი ქვეყანა ამას ხელს შეუწყობს

დიდი ბრიტანეთი როდესაც გამოყოფს გრანტს, რათა ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ნიშნავს, რომ თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად იქნება ნაბიჯები გადადგმული, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან კარგია, თუ დემოკრატიის ფლაგმანი ქვეყანა ხელს შეუწყობს დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღეს.

„დიდი ბრიტანეთი არის დემოკრატიის ფლაგმანიდან მსოფლიოში, ერთ-ერთი, აშშ-თან ერთად. დიდი ბრიტანეთი როდესაც გამოყოფს გრანტს საარჩევნო მიმართულებით, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია, რომელიც ხელახალ არჩევნებს ითხოვს, ეს არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ამ პირობების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია მაქსიმალური გამჭვირვალობა, პროფესიონალების მაქსიმალური ჩართვა და იმ პირობების შექმნა, რომ არჩევნების მიმართ ნდობა დაბრუნდეს. დიდი ბრიტანეთი როდესაც გამოყოფს გრანტს, რათა ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ნიშნავს, რომ თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად იქნება ნაბიჯები გადადგმული. „ქართული ოცნების“ მხრიდან დანარჩენი შეფასებები ემსახურება პოლარიზაციის გაღრმავებას და მათ აქვთ ახალი პოლიტიკა, რომ ყველა ჩვენი მოკავშირის მიმართ ძირგამომთხრელ კამპანიას უწყობენ ხელს. არჩევნები როდესაც ჩაინიშნება, აუცილებელია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ამ გარემოს მისაღწევად აუცილებელია პროფესიონალი კადრების, დამკვირვებლების არსებობა, ადგილზე სიტუაციის გაუმჯობესება. ძალიან კარგია, თუ დემოკრატიის ფლაგმანი ქვეყანა ამ მიმართულებით ხელს შეუწყობს დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღეს და იმ პირობების შექმნას, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ გარემოში“, – განაცხადა გალდავამ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად. როგორც საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO) იწვევს ქართულ არაკომერციულ ორგანიზაციებს, 2025 წლის 25 აპრილამდე წარადგინონ განაცხადები 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ქართული მუნიციპალური არჩევნების ეფექტურ ჩატარებაში მხარდასაჭერად.