ლანა გალდავა - დღის წესრიგში ჯერ საპარლამენტო არჩევნები დგას, ექვსი პუნქტის შესრულების შემდეგ მოვახერხებთ, ვისაუბროთ თვითმმართველობის არჩევნებზე
ლანა გალდავა - დღის წესრიგში ჯერ საპარლამენტო არჩევნები დგას, ექვსი პუნქტის შესრულების შემდეგ მოვახერხებთ, ვისაუბროთ თვითმმართველობის არჩევნებზე

„ლელოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, პარტიის დღის წესრიგში ჯერ საპარლამენტო არჩევნები დგას.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ექვსპუნქტიანი მოთხოვნები შესრულდება.

„ლელოს“ ყურადღება კონცენტრირებულია მედიაციის საკითხებზე, შეთანხმების მიღწევაზე, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრისა და დეესკალაციაზე. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ჩვენს დღის წესრიგში ჯერ დგას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ მიმართული ვართ პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევისკენ და ეს კონსენსუსი არის ევროკავშირის მიერ შექმნილი ახალი ფორმატი, სადაც წარდგენილი იქნება ჩვენი 6-პუნქტიანი მოთხოვნები. მხოლოდ ამ პუნქტების შესრულების შემდეგ მოვახერხებთ, ვისაუბროთ თვითმმართველობის არჩევნებზე.

„ქართული ოცნებისთვისაც“ მთავარი უნდა იყოს პროცესის დეესკალაცია, პოლიტიკური ჩიხის განმუხტვა და მედიაციის გამოყენება. „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში თუ დგას თვითმმართველობის საკითხები, ძალიან მცდარია მათი პოზიცია“, – განაცხადა ლანა გალდავამ.