ლანა გალდავა - დაფინანსებაზე უარის თქმა პოპულიზმია იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს მორალურად გაუმართლებელია
ლანა გალდავა - დაფინანსებაზე უარის თქმა პოპულიზმია იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს მორალურად გაუმართლებელია

მაშინ, როდესაც პარლამენტარები უარს ამბობენ მანდატზე და არ შედიან პარლამენტში, მორალურად გაუმართლებელია, მათ ხელფასები აიღონ და სხვა ბენეფიტები საქართველოს პარლამენტისგან, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.

მისი თქმით, მკვეთრად გასამიჯნია პარტიული დაფინანსება და საპარლამენტო დაფინანსება.

„მაშინ, როდესაც პარლამენტარები უარს ამბობენ მანდატზე და არ შედიან პარლამენტში, რა თქმა უნდა, მორალური უფლებაა, მათ ხელფასები აიღონ და სხვა ბენეფიტები საქართველოს პარლამენტისგან, ეს არ შეიძლება და მორალურად არის გაუმართლებელი, მაგრამ პარტიის დაფინანსება, მინდა, რომ კარგად გაიგოს კობახიძემ, ეს არ არის მოწყალება, ეს არის გადასახადების გადამხდელების ფული, საბიუჯეტო დაფინანსება, რომელმაც ჩვენ გამოგვიცხადა ნდობა. ნდობა გამოგვიცხადა უფრო მეტმა ადამიანმა, მოგვაკლეს ეს ხმები მაგრამ გამოგვიცხადა ნდობა იმიტომ, რომ ქვეყანაში იარსებოს დამოუკიდებელმა პარტიებმა. ჩვენ თუ უარი განვაცხადეთ პარტიულ დაფინანსებაზე, რითი უნდა იარსებოს პარტიამ? აქ უკვე პარტიების გამჭირვალობა დგება დღის წესრიგში, შავი ფულით იარსებოს პარტიამ, თუ იმ ფულით უნდა იარსებოს, შემდეგ ბიძინა ივანიშვილი რომ ვიღაც მოსყიდულ ოპოზიციონერს გადაუხდის არჩევნების წინ, ამ თანხის ფარგლებში იმოქმედე და არ გააჟღეროო? ის ზუსტად დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღისთვის, დამოუკიდებელი აზრის ფუნქციონერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ქვეყანას სჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია, ჯანსაღ ოპოზიციას სჭირდება გამჭირვალე დაფინანსება და ამ დაფინანსებაზე უარის თქმა არის პოპულიზმი იმ პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს არის მორალურად გაუმართლებელი“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

დატოვე კომენტარი