ლანა გალდავა აცხადებს, რომ ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტში „ლელოს“ სხვა ცნობად სახეებთან ერთად, თავადაც იქნება წარმოდგენილი
ლანა გალდავა აცხადებს, რომ ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტში „ლელოს“ სხვა ცნობად სახეებთან ერთად, თავადაც იქნება წარმოდგენილი

„ლელო საქართველოსთვის“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, არც ერთ ეტაპზე ერთპარტიულმა მმართველობამ ქვეყანას სასიკეთო არაფერი მოუტანა.

„მიგვაჩნია, რომ მრავალი პარტიით წარმოდგენილ კოალიციურ მმართველობაში იქნება დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღება და ქალაქისთვის რეზულტატი, ცხადია, უფრო მეტი იქნება“, – განაცხადა ლანა გალდავამ.

გალდავას განმარტებით, ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტში „ლელოს“ სხვა ცნობად სახეებთან ერთად, თავადაც იქნება წარმოდგენილი.

„მე გიდასტურებთ, რომ ვიქნები წარმოდგენილი ქალაქის კოალიციურ მმართველობაში. მიმაჩნია, რომ ეს იქნება საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია სხვადასხვა პარტიას, მიაღწიოს საერთო მიზანს და ამით ქვეყანამ გაიმარჯვოს.

მე გიდასტურებთ იმას, რომ „ლელოს“ ცნობადი სახეები იქნებიან წარმოდგენილი როგორ ვიცე-მერების, ასევე საქალაქო სამსახურებისა და გამგებლების პოსტებზე, მაგრამ კონკრეტულად ვინ და რა რაოდენობით, ამას შევიტყობთ საღამოს“, – განაცხადა ლანა გადლავამ.