ლამინ იამალმა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო ზედიზედ მესამედ მოიგო #1TVSPORT

00:57, 27.10.2026

„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების 19 წლის შემტევი ლამინ იამალი 2026 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. მან „კოპას“ ჯილდო კარიერაში მესამედ მოიპოვა.

დაჯილდოების ცერემონია ლონდონში მიმდინარეობს, სადაც „ოქროს ბურთის“ 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს გამორჩეულ ფეხბურთელებს სხვადასხვა ნომინაციაში აჯილდოებენ.

იამალმა „კოპას“ ჯილდო 2024 და 2025 წლებშიც მოიგო. ესპანელი ფეხბურთელი ამ პრიზის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც გამარჯვება ზედიზედ სამჯერ შეძლო.

„კოპას“ ჯილდო ფრანგულმა გამოცემა France Football-მა 2018 წელს დააწესა. პრიზი 21 წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა, გამარჯვებულს კი „ოქროს ბურთის“ ყოფილი მფლობელები ირჩევენ.

ჯილდოს პირველი გამარჯვებული კილიან მბაპე გახდა. სხვადასხვა წლებში ის ასევე მოიპოვეს მატაის დე ლიხტმა, პედრიმ, გავიმ და ჯუდ ბელინგემმა.

მსგავსი