„ბარსელონას“ 16 წლის ფეხბურთელმა, ლამინ იამალმა მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის შესახებ ისაუბრა, რომელიც კატალონიურ გრანდს სეზონის ბოლოს დატოვებს.
„ჩავისგან დავალებული ვარ. ჩემი წარმატება მას უკავშირდება. ბოლოს და ბოლოს, სწორედ ჩავის დამსახურებით ჩავატარე „ბარსელონაში“ პირველი მატჩი და ძირითად შემადგენლობაშიც მან დამამკვიდრა. ჩავი ყველაზე ახალგაზრდა და ნაკლებად გამოცდილ მოთამაშეებსაც კი საკუთარი თავის რწმენას უნერგავს“, – მიაჩნია ლამინ იამალს.
16 წლის ფეხბურთელი „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 15 წლისა და 290 დღის ასაკში გააფორმა.
მიმდინარე სეზონში იამალმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
Transfermarkt-ი ლამინ იამალს 60 მილიონ ევროდ აფასებს.