ლალისყურში, ფშაველსა და ლაფანყურში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა
ლალისყურში, ფშაველსა და ლაფანყურში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელებში, ლალისყურში, ფშაველსა და ლაფანყურში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები დასრულებულია.

პროექტის ფარგლებში აიგო 60 კილომეტრი გაზსადენი, რომელმაც 1286 აბონენტს გაზიფიცირების ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მისცა.

აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას გაზმომარაგების კომპანია აბონირებისთვის განსაზღვრული 400 ლარის დაფარვის შესაძლებლობას 16 თვეზე გადანაწილებით აძლევს.

2013 წლიდან დღემდე კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის 93 სოფლის 22 000-მდე აბონენტს ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალება მიეცა.

დატოვე კომენტარი