ლალი ტურძელაძე - „თბილისის ზღვის ჰოსპიტლის“ თანამშრომლებს კონტაქტი ჰქონდათ გუშინ გარდაცვლილ 81 წლის ქალთან, რომელიც თავდაპირველად მათთან იყო მოთავსებული
ლალი ტურძელაძე - „თბილისის ზღვის ჰოსპიტლის“ თანამშრომლებს კონტაქტი ჰქონდათ გუშინ გარდაცვლილ 81 წლის ქალთან, რომელიც თავდაპირველად მათთან იყო მოთავსებული

„თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი ორი პაციენტი მედპერსონალის წარმომადგენელია.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, პაციენტები ინფიცირების სავარაუდო წყაროდ გუშინ გარდაცვლილ 81 წლის ქალბატონს ასახელებენ, რომელიც თავდაპირველად სწორედ „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული.

ლალი ტურძელაძის თქმით, ინფიცირებულები ექთნის თანაშემწეები არიან.

„თავად ამბობენ, რომ იმ პაციენტთან ჰქონდათ კონტაქტი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ყველა წესის დაცვით მუშაობდნენ, მაგრამ ალბათ სადღაც მაინც დაირღვა ეს წესი დასნებოვნებულ პაციენტთან კონტაქტის დროს”,- აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.

„თბილისის ზღვის ჰოსპიტლის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.