ლალი ტურძელაძე - ჩემი თხოვნაა, იყავით სახლში, რათა პიკისკენ პროცესები რაც შეიძლება ნელა განვითარდეს და ყველა ინფიცირებულის მოვლა-მკურნალობა შევძლოთ
ლალი ტურძელაძე - ჩემი თხოვნაა, იყავით სახლში, რათა პიკისკენ პროცესები რაც შეიძლება ნელა განვითარდეს და ყველა ინფიცირებულის მოვლა-მკურნალობა შევძლოთ

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე კიდევ ერთხელ თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, დარჩნენ სახლში, განსაკუთრებით შემდეგი ორი კვირის განავლობაში, რათა პიკისკენ პროცესები რაც შეიძლება ნელა განვითარდეს.

„მოიმატა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ და ამიტომაც კიდევ ერთი თხოვნა იქნება ჩემი, დარჩით სახლში, იყავით სახლში, დაახლოებით ორი კვირა, რომ რაც შეიძლება ნელა განვითრდეს პიკისკენ პროცესები, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა პაციენტის მიღება, რომელიც დაავადდება კოვიდინფექციით, მათი მოვლა-მკურნალობა, დარჩით სახლში“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 411-ს შეადგენს, მათ შორის გამოჯანმრთელდა 98 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5160 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579.