ლაკვეხელიანის უიღბლო დღე - ქართველების დაპირისპირება ფრედ დასრულდა
ლაკვეხელიანის უიღბლო დღე - ქართველების დაპირისპირება ფრედ დასრულდა

ლუკა ლაკვეხელიანისთვის უიღბლო გამოდგა უნგრეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრა. „მეზოკოევშდის“ ქართველი მცველი „ჰონვედდთან“ გასვლით შეხვედრაში გუნდის სათადარიგოებში იყო და მოედანზე მხოლოდ 57-ე წუთზე გამოჩნდა.

ხუთ წუთში ქართველის გუნდი კაცნაკლულ მეტოქესთან დაწინაურდა, მაგრამ 69-ე წუთზე ბუდაპეშტელთა შემტევმა ლაკვეხელიანის შეხება ისე გააფორმა, მთავარი არბიტრი წესის დარღვაში დაარწმუნა. „მეზოკოვეშდის“ კარში პენალტი დაინიშნა და საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა. ხუთ წუთში კი ლაკვხელიანმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. წინასწარი ინფორმაციით, ლაკვეხელიანს ჯვარედინი იოგები აქვს დაწყევტილი.

უიპეშტი“ საკუთარ მოედანზე მტკ-სთან 0:4 დამარცხდა. მასპინძელთა განაცხადშიც არ იყო გიორგი ბერიძე. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მოქმედმა ვიცეჩემპიონმაფეჰერვარმა“ ჩემპიონი, „ფერენცვაროში“ მიიღო და დაძაბული მატჩი 1:1 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში ბუდუ ზივზივაძე მოედანზე 87-ე წუთზე ჩრდილომაკედონეილი ბობან ნიკოლოვის ნაცვლად გამოჩნდა, რომელიც მასპინძელთა გოლის ავტორი იყო. საქართველსო ნაკრების მცველი ლაშა დვალი „ფერენცვაროშის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.