ლაიფციგთან ავარიისას ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი მძიმედ დაშავდა 
ლაიფციგთან ავარიისას ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი მძიმედ დაშავდა 

გერმანიის ქალაქ ლაიფციგთან კომპანია „ფლიქსბუსის“ სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოყვა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი, შვიდი მგზავრი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ათობით ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ავტობუსი ბერლინიდან მიუნხენში მიემგზავრებოდა. სულ სატრანსპორტო საშუალებაში 75 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში ოთხი ვერტმფრენით გადაიყვანეს.

წინასწარი მონაცემებით, ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა, რის გამოც მან საჭე ვეღარ დაიმორჩილა, რაც ავარიის სავარაუდო მიზეზი გახდა.