ლაიმა ანდრიაკინე - თუ ბრიუსელის დეკლარაცია არ გახდება ახალი დინამიკის წინაპირობა, მაშინ ეს იქნება ევროკავშირის უუნარობის, დროის დაკარგვის დემონსტრირება
ლაიმა ანდრიაკინე - თუ ბრიუსელის დეკლარაცია არ გახდება ახალი დინამიკის წინაპირობა, მაშინ ეს იქნება ევროკავშირის უუნარობის, დროის დაკარგვის დემონსტრირება

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია თუ არ იქნება ახალი დინამიკის წინაპირობა, მასში მნიშვნელოვანი ელემენტები არ აისახება, არ იქნება მომავლის პოლიტიკური ხედვა, მაშინ ეს ევროკავშირის უუნარობის და დროის დაკარგვის დემონსტრირება იქნება, – ამის შესახებ პირველ არხს ევროპარლამენტარმა ლაიმა ანდრიკიენემ განუცხადა.

“ჩვენ დღეს გვექნება დებატები. არ ველოდები სიურპრიზებს, ვინაიდან ძირითადი პოლიტიკური ჯგუფები ტექსტზე შეთანხმებული ვართ. ხვალ იკრიბებიან ევროკავშირის მუდმივმოქმედი ელჩები, მათ სამიტის დეკლარაცია უნდა შეათანხმონ. ეს მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი იქნება და რეალურად გვაქვს ცოტა დრო, რომ გავლენა მოვახდინოთ სამიტის დეკლარაციაზე. მინდა, დღესვე აღვნიშნო, რომ თუ ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია არ იქნება ახალი დინამიკის წინაპირობა, თუ მნიშვნელოვანი ელემენტები არ აისახება დეკლარაციაში, თუ არ იქნება მომავლის პოლიტიკური ხედვა, მაშინ ეს იქნება ევროკავშირის უუნარობის, დროის დაკარგვის დემონისტრირება. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უფრო ამბიციურები ვართ, ვიდრე ზოგი წევრი ქვეყანა. ჩვენ ვაანალიზებთ და უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის მარცხზე, ამიტომ გამოვედით ინიციატივებით, ახალი წინადადებებით და ხედვით, რაც ვფიქრობთ, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა”, – აღნიშნა ლაიმა ანდრიკიენემ.

როგორც მან აღნიშნა, გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა წარმატებული იყოს.

„თუ ყველა რეკომენდაცია არ აისახა დეკლარაციაში, მაშინ ეს ოქროს შანსის ხელიდან გაშვება იქნება, ჩვენი ინიციატივები ისევ მაგიდაზე დარჩება და გავაგრძელებთ მუშაობას. ძალიან კარგია უვიზო, ძალიან კარგია ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობა, მაგრამ გვინდა უფრო მეტი. მინდა, ვიხილო დეკლარაციაში უფრო მეტი. არ მინდა წინასწარ ტექსტზე საუბარი, მაგრამ მსურს რამდენიმე მკვეთრი წინადადება დაემატოს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი რეკომენდაციები და მინდა ეს დეკლარაციაში ვიხილო“,-განაცხადა ლაიმა ანდრიკიენემ.

ევროპარლამენტში დღეს დებატები იმართება, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაზე იმსჯელებენ. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი კი, ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება.

ევროპარლამენტარებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამინისტრის რეკომენდაციები მოამზადეს, რეკომენდაციებში საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ასოცირებული წევრი ქვეყნის საქართველოს, უკრაინისა და მოლოდვას მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე. ევროპარლამენტარები გამოდიან ინიციატივით დაფუძნდეს საინვესტიციო ფონდი, რომელი ამ სახელმწიფოებში საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას დაეხმარება.

დატოვე კომენტარი