ლაიფციგში დრონის აღმოჩენის ფონზე, ფრიდრიხ მერცის პარტიის წარმომადგენელი მთავრობას მოუწოდებს, ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლი აამოქმედოს და მოკავშირეებთან კონსულტაციები გამართოს

23:44, 05.08.2026

გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკის სპიკერი როდერის კიზევეტერი ლაიფციგში დრონის აღმოჩენის ფონზე ნატო-ს მეოთხე მუხლის ამოქმედებას ითხოვს.

კიზევეტერი გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, მოკავშირეებთან კონსულტაციები გამართოს.

მისივე განმარტებით, რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული შეტევებისა და პროვოკაციების გახშირება იწვევს იმას, რომ საზოგადოება საფრთხის მიმართ სულ უფრო გულგრილი ხდება, რაც, საბოლოოდ, უსაფრთხოებას აზიანებს.

ნატო-ს დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-4 მუხლი ალიანსის ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, მოკავშირეებთან კონსულტაციები მოითხოვოს, თუკი ის საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხეს ხედავს. ეს ნაბიჯი მე-5 მუხლის ამოქმედების წინაპირობად მიიჩნევა.

ცნობისთვის, გერმანიის ერთ-ერთ აეროპორტში, უკრაინულ თვითმფრინავთან ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს.

მსგავსი