ლაიფციგის ციხის ბიბლიოთეკაში ქართველი პატიმრებისთვის საქართველოდან წიგნები გაიგზავნა
ლაიფციგის ციხის ბიბლიოთეკაში ქართველი პატიმრებისთვის საქართველოდან წიგნები გაიგზავნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმმალაიფციგის ციხის საავადმყოფოს ბიბლიოთეკას ქართული წიგნები გაუგზავნა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

გერმანიის ქალაქ ლაიფციგის ციხის ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების შეტანა ციხის ქართველმა პატიმრებმა მოითხოვეს და ამის შესახებ გერმანულ პრესას მიმართეს.

განცხადებას გამოეხმაურა გერმანიაში მცხოვრები ქართველი რუსუდან ფირცხალაიშვილი, რომელიც დაუკავშირდა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს და სთხოვა, დახმარებოდა გერმანიაში მყოფ ქართველ პატიმრებს.

როგორც რუსუდან ფირცხალაიშვილმა ამბობს, წიგნები უკვე ლაიფციგის ციხის ბიბლიოთეკაშია და ქართველ პატიმრებს შეუძლიათ, ისარგებლონ.

დატოვე კომენტარი