ლაიფციგის 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე ქართული პროგრამა ოფიციალური პრესკონფერენციით გაიხსნა
ლაიფციგის 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე ქართული პროგრამა ოფიციალური პრესკონფერენციით გაიხსნა

ლაიფციგის 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე ქართული პროგრამა ოფიციალური პრესკონფერენციით გაიხსნა, სადაც ქართულმა დელეგაციამ 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

ქართული დელეგაციის წევრებმა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტმა მედიის წინაშე მთავარ გზავნილებსა და კონცეფციაზე ისაუბრეს და უცხოელ ჟურნალისტებს სპეციალურად ფრანკფურტისთვის მომზადებული ვიდეორგოლი „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ აჩვენეს.

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის ლიტერატურული პროგრამა, მთელი წლის განმავლობაში, 450 სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის ღონისძიებას მოიცავს.

ქართველ ავტორებსა და მათ გერმანულენოვან 130 გამოცემას გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის 29 ქალაქში უმასპინძლებენ.

ქართული ლიტერატურა 20 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ფოკუსში მოხვდება.მანამდე კი ქართველი ავტორები საკუთარი ნაწარმოებების პრეზენტაციებს, 24 მარტის ჩათვლით, ლაიფციგში წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე აგრძელებენ.