ლაგოდეხში წაქცეულმა ხემ საფლავები დააზიანა
ლაგოდეხში წაქცეულმა ხემ საფლავები დააზიანა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში სოფლის სასაფლაოზე მდგარი ასწლოვანი მუხა წაიქცა და საფლავებს დაეცა. შედეგად, საფლავის რკინის კონსტრუქცია დაზიანდა.

ამავე ტერიტორიაზე მდგარი გამხმარი მუხის ხეები საფრთხეს უქმნის მე-5-მე-6 საუკუნეები ხოშტას სახელობის ტაძარს.

როგორც პირველ არხს სოფელში ლაგოდეხის მერის წარმომადგენელმა ზურაბ სხირტლაძემ განუცხადა, მომხდარის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლებას უკვე აცნობა და მერიის ზედამხედველობის სამსახური ხეს სპეციალური ტექნიკის მეშვეობით გაიტანს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაზიანებული საფლავების აღდგენა საკუთარი სახსრებით გაუჭირდებათ.

დატოვე კომენტარი