ლაგოდეხში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შეხვდა 
ლაგოდეხში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შეხვდა 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან შესახვედრად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილის ჩავიდა.

ილია ბეგიაშვილის განცხადებით, ადიდებული მდინარეების კალაპოტზე ნაპირგამაგრებითი სამუშაოები კალაპოტში წყლის დონის დაწევისთანავე მელიორაციის სამსახური სპეციალური ტექნიკით დაიწყებს.

მისივე თქმით, გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებიდან და სანიაღვრე არხებიდან გადმოსულმა წყალმა გურჯაანი-ლაგოდეხის და წნორი-ლაგოდეხის ცენტრალური მაგისტრალზე გზის მონაკვეთი დატბორა, რის გამოც შეფერხებულია აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება დაიტბორა სახლების პირველი სართულები და სარდაფები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები.

მოსახლეობა ამბობს, რომ სტიქიამ გაუნადგურა სათბურები, ბოსტნეული, ერთწლიანი მარცვლეული კულტურა, დაეხოცათ ფუტკარი.

დაზარალებული სოფლების მოსახლეობა ფიქრობს, რომ გადაუღებელი წვიმების შემთხვევაში სახლების დატბორვის საშიშროება კვლავ არსებობს.

ადგილზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობას დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში ეხმარებიან.