ლაგოდეხში ოთხივე უბნის მონაცემებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა
ლაგოდეხში ოთხივე უბნის მონაცემებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის თემში ჩატარებულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ხმათა 82 პროცენტით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ომარ შველიძემ გაიმარჯვა.

N 15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, რევაზ გაიპარაშვილის ინფორმაციით, ოთხივე საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო სიაში რეგისტრირებული 4229 ამომრჩევლიდან დღეს საკუთარი პოზიცია 2414 ამომრჩეველმა დააფიქსირა. აქედან ხმები სამ კანდიდატს შორის ასე გადანაწილდა:

„ევროპული საქართველო“ – მალხაზ მელაშვილი – 347 ხმა;
„მოძრაობა თავისუფალი საქართველო“ – დავით ბეგლარიშვილი – 21 ხმა;
„ქართული ოცნება“ – ომარ შველიძე – 1991 ხმა.

პროცენტულად კი კანდიდატებისთვის ხმის მიცემის მონაცემები ასე გამოიყურება:

მალხაზ მელაშვილი – 14 პროცენტი;
დავით ბეგლარიშცილი – ერთი პროცენტი;
ომარ შველიძე – 82 პროცენტი.

რევაზ გაიპარაშვილის ცნობით, ბათილად ჩაითვალა 53 ბიულეტენი.