ლაგოდეხში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პარტიის ოფისთან სროლა იყო
ლაგოდეხში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პარტიის ოფისთან სროლა იყო

ლაგოდეხში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელის, გურამ კაკალაშვილის ინფორმაციით, პარტიის ოფისთან სროლა იყო.

მისი თქმით, იარაღიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გაისროლეს.

„ამ წუთებში ჩვენს შტაბთან მისასვლელი გზა, სადაც ინციდენტი მოხდა, პოლიციას აქვს გადაკეტილი“, – განუცხადა პირველ არხს კაკალაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მმართველი გუნდის მხარდამჭერები არჩევნების წინასწარ შედეგებს ზეიმობდნენ და მანქანებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათ შტაბთან ახლოს მოხდა გასროლა.

მისივე თქმით, სამი გასროლა იყო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ეს არ არის უბრალო ინციდენტი, ეს ოფისის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. სამი ტყვიაა ნასროლი. პოლიცია ადგილზეა და ვნახოთ, რას იტყვის გამოძიება“, – განაცხადა გურამ კაკალაშვილმა.