ლაგოდეხში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა
ლაგოდეხში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

მიმდინარე კვირის განმავლობაში კახეთში კორონავირუსის მეხუთე შემთხვევა დაფიქსირდა.

ახმეტისა და გურჯაანის შემდეგ ამჯერად ინფიცირების შემთხვევა ლაგოდეხში გამოვლინდა.

„კოვიდ-19“ ლაგოდეხში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ახალსოფლის ჯგუფის უფროსს, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშის შემდეგ დაუდასტურდა.

ინფიცირების შემთხვევის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში დაუდასტურეს, სადაც ამჟამად ინფიცირებული პაციენტი იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი აჭარის რეგიონში მცხოვრებია. ამასთან, გავრცელებული ცნობით, ინფიცირებული ლაგოდეხში 10 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა სამსახურში, სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოში არ მისულა.

როგორც ცნობილია, ინფიცირებული მამაკაცს თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანენ.

ეპიდემიოლოგები ლაგოდეხში დილიდან განაახლებენ მამაკაცის კონტაქტების მოკვლევას.