ლაგოდეხში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენის დროს დაიღუპა
ლაგოდეხში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენის დროს დაიღუპა

ლაგოდეხში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კახეთის ფილიალში ადასტურებენ.

შემთხვევა სოფელ კართუბანში იმ დროს მოხდა, როდესაც 59 წლის მამაკაცი, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენას ცდილობდა.

გავრცელებული ცნობით, მიღებული შოკის შედეგად კომპანიის წარმომადგენელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

დატოვე კომენტარი